Письма с Прусской войны - читать онлайн книгу. Автор: Денис Сдвижков cтр.№ 123

читать книги онлайн бесплатно
 
 

Онлайн книга - Письма с Прусской войны | Автор книги - Денис Сдвижков

Cтраница 123
читать онлайн книги бесплатно

[Подписано на полях слева тем же почерком]

პოლკოვნიცას გოგიას ჩემაგიერ თაყვანისცემა მოახსენეთ. ეგრეთვე, ვისაც ვიცნობდე, ყველას მ(ო)კითხვა მ(ო)ახსენეთ.

(177RS) თქვენ მე მწერდით სამდურავს, რ(ო)მ წინგს არ მწერ(ო). მე ყ(ო)ველთვის მოგართმევ ხვალმე, მაგრამ თურმე იკარგება, თ(ო)რემ რ(ო)გორ არ მ(ო)გერთმეოდათ, თქვენ რ(ო)მ წიგნი არ მ(ო)გწერო, გაშინჯეთ ვის უნდა მივწერ(ო).

ჩემო მ(ო)წყალევ ბატ(ო)ნო, ვითხოვ თქვენს წიგნსა და ანბავს ნუ დამაკლებთ, მიბძანებდეთ ხვალმე, თქვენი საქმისა რა ქენით, მიბძანეთ. ვიცი, რ(ო)მ პეტრებუხს დიაღ უხარჯობით შეწუხებული იქნებით.

[Подписано на полях слева тем же почерком]

ქ(რისტე)

ამ ზამთარს ვეცდები დავეთხოვ(ო), წამ(ო)ვიდე თქვენს სანახავათ

(178) მაგრამ რავქნა. ღ[მერ]თ[მა]ნ ხომ იცის, მინდა, რომ აქიდამ მ(ო)გართვა სახარჯო, მაგრამ ვერავისთვინ გამ(ო)მიტანებია. ამაზედ ვარ დაღ(ო)ნებული. ღ[მერ]თსა ვთხოვ, რ(ო)მ ეგების ასეთი კაცი წამ(ო)ვიდეს, რომ ცოტა რამ სახარჯო მოგართ(ო).

თქვენი შვილი ისაკ მ(ო)გახსენებ

[Подписано тем же почерком внизу страницы]

ქ(რისტე)

ჩემო ტკბილად საყვარელო დაო ბატ[ო]ნო კნეჟნა პარასკევია ზალოვნა,

მრავალი მოკითხვა და თვალსა და პირს კოცნა მამიხსენებია. ვიცი, ჩვენს ანბავს იკითხავთ. უჭირველათ გახლავართ. წყალ(ო)ბას ვითხოვ, თქვენს წიგნსა და ანბავს ნუდამაკლებთ.

[Подписано на полях слева тем же почерком]

მირველამ ივანუშკამ მოკითხვა მოგახსენეს.

თეიმურაზმა მოკითხვა მოგახსენეს.

(178RS) ქ(რისტე)

ეს წიგნი დაწერილი მქონდა, ვმადლობ ღ[მერ]თსა, თქვენი წიგნი მ(ო)მივიდა, უჭირველობის ანბავი. ღ[მერ]თ[მა]ნ ისრე თქვენ გახარ(ო)თ, რ(ო)გორც მე თქვენის წიგნის ნახვით გავიხარე. დიდი შეწუხება გებძანათ ჩემის უწიგნობისათვინ. არ ვიცი, ღ[მერ]თ[მა]ნ ხომ იცის, რა უნდა ვქნა. ვისაც წამსვლელს მანდ შევეყრები ხვალმე, ყ(ო)ველთვინ წიგნს ვატან თქვენთან, მაგრამ: თურმე ჩემის უბედურ(ო)ბით იკარგება და არ მოგდისთ. თ(ო)რემ როგორ იქნება თქვენვე გაშინჯეთ, ოთხი თვე გავიდეს რომ თქვენ წიგნი არ მოგართვა.

Вернуться к просмотру книги Перейти к Оглавлению Перейти к Примечанию